საწრეო მუშაობის რეფლექსია
ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის IVგ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე. წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც (სოციალურ ქსელში გავაზიარე ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი). https://167skola-matematika2019.blogspot.com/
წრეში გაერთიანებული იყო ჩვიდმეტი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, ხუთი გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი პროგრამის სახით.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მათემატიკაში. საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საგაკვეთილო პროცესზე მიღებული ცოდნის განმტკიცება და უნარ-ჩვევების უკეთ ჩამოყალიბება.
საწრეო მუშაობა ეფექტური გამოდგა. მუშაობი პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა მსჯელობა-დასაბუთების უნარის უკეთ განვითარებას. მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცვლია. სასწავლო გარემო იყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, რასაც ადასტურებდა მათი მუშაობა ჯგუფებში.
გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა და კმაყოფილებას გამოხატავდნენ გასაგები ახსნისათვის და საინტერესო აქტივობებისათვის.
კმაყოფილება გამოთქვეს მოსწავლის მშობლებმაც. მათ აღნიშნეს, რომ წრე იყო კარგად ორგანიზებული. მათი შვილები ხალისით და მონდომებით მუშაობდნენ. მათ სურვილი გამოთქვამენ იმისა, რომ მომავალ წელსაც თუ იარსებებს მსგავსი ტიპის წრე ძლიან მოხარულები იქნებიან.
მათემატიკის საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლებისშედეგებზე.
No comments:
Post a Comment